მომსახურების წესები და პირობები – your-parts.com
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შეთანხმებას კომპანია your-parts.com-სა და მომხმარებელს შორის. ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს:
1. შეკვეთის განთავსება და VIN კოდი
-
ავტონაწილის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს ავტომობილის სწორი საიდენტიფიკაციო კოდი (VIN კოდი).
-
მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული VIN კოდის და ავტომობილის მონაცემების შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ნაწილის შეუსაბამობაზე.
2. მიწოდების ვადები
-
your-parts.com ახორციელებს ნაწილების იმპორტს უშუალოდ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საწყობებიდან.
-
ნაწილის მიწოდების სტანდარტული დრო შეადგენს 15-დან 30 სამუშაო დღემდე.
-
ფორსმაჟორული სიტუაციების (ლოგისტიკური შეფერხებები, საბაჟო პროცედურები, საერთაშორისო გადაზიდვების შეფერხება) შემთხვევაში, ვადა შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, რის შესახებაც მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას.
3. ხარისხის გარანტია
-
ჩვენ ვაწვდით მომხმარებელს მხოლოდ ორიგინალ ან სერტიფიცირებულ, უმაღლესი ხარისხის ავტონაწილებს პირდაპირ მწარმოებლისგან.
-
თითოეულ ნაწილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მონტაჟი განხორციელდა კვალიფიციურ სერვის-ცენტრში.
4. შეკვეთის გაუქმება და დაბრუნება
-
ვინაიდან ნაწილის გამოწერა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული ავტომობილისთვის საერთაშორისო საწყობიდან, შეკვეთის გაუქმება მისი განთავსებიდან 24 საათის შემდეგ დაუშვებელია.
-
ნაწილის დაბრუნება ან შეცვლა ხდება მხოლოდ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
-
ვიზუალური დაზიანება უნდა შემოწმდეს ნაწილის ჩაბარების მომენტში. ჩაბარების შემდეგ პრეტენზიები ვიზუალურ დეფექტებზე აღარ მიიღება.
5. ანგარიშსწორება
-
შეკვეთის დადასტურება ხდება მომხმარებლის მიერ ღირებულების სრული ან ნაწილობრივი (წინასწარი) გადახდის საფუძველზე, კომპანიასთან შეთანხმებით.
6.საბაჟო პროცედურები და პასუხისმგებლობა
-
საბაჟო ვალდებულებები: იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი პროდუქცია საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას (მაგალითად, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს), პროდუქციის დეკლარირებასა და საბაჟო გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
-
დაყოვნება საბაჟოზე: კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მიწოდების ვადის გადაცილებაზე, თუ ეს გამოწვეულია საბაჟო სამსახურის მიერ ტვირთის დაყოვნებით, შემოწმებით ან სხვა ბიუროკრატიული პროცედურებით.
-
კანონმდებლობა: მომხმარებელი ვალდებულია თავად გადაამოწმოს იმპორტის წესები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი საბაჟო ორგანოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებზე ან ნივთის კონფისკაციაზე, თუ ეს გამოწვეულია მომხმარებლის მიერ წესების დარღვევით.
7.ანგარიშსწორების პირობები
-
გადახდის მეთოდი: ვებ-გვერდზე ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო გადახდის პრინციპით, საბანკო ბარათების მეშვეობით.
-
მესამე მხარე (UniPay): გადახდის პროცესს სრულად უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საგადახდო პროვაიდერი UniPay (სს "უნიფეი").
-
პასუხისმგებლობის შეზღუდვა: your-parts.com არ ინახავს და არ აქვს წვდომა თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებზე. გადახდისას წარმოქმნილ ნებისმიერ ტექნიკურ შეფერხებაზე ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საგადახდო სისტემას – UniPay-ს.
-
ტრანზაქციის დადასტურება: შეკვეთა მიღებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც UniPay-ს სისტემიდან მოხდება გადახდის წარმატებით დასრულების დადასტურება.
შეკვეთის გაუქმება და ნივთის დაბრუნების პირობები
მუხლი 1. შეკვეთის გაუქმება 1.1. ვინაიდან ნაწილის გამოწერა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული ავტომობილისთვის საერთაშორისო საწყობიდან, შეკვეთის გაუქმება მისი განთავსებიდან 24 საათის შემდეგ დაუშვებელია. 1.2. 24 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, შეკვეთა გადადის ტრანსპორტირების ეტაპზე და გადახდილი თანხის დაბრუნება აღარ ხორციელდება.
მუხლი 2. ნივთის დაბრუნება ან შეცვლა 2.1. საერთაშორისო საწყობიდან გამოწერილი დეტალების დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში. 2.2. სხვა მიზეზით (მაგალითად: გადაფიქრება, დეტალის საჭიროების გაუქმება და ა.შ.) ნაწილი უკან არ მიიღება და თანხა არ ბრუნდება.
მუხლი 3. ვიზუალური დაზიანება და პასუხისმგებლობის შეზღუდვა 3.1. ქარხნული დეფექტი: თითოეული დეტალი გამოგზავნამდე გადის მკაცრ ინსპექტირებას და მოწმდება ჩვენი პარტნიორების მიერ, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ვიზუალურ ქარხნულ დეფექტს. 3.2. ტრანსპორტირება: კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას, თუ ნივთის დაზიანება გამოწვეულია გადამზიდავი კომპანიის მიერ ტრანსპორტირების პროცესში. 3.3. მიღება-ჩაბარება: მომხმარებელი ვალდებულია ნაწილის ვიზუალური მდგომარეობა შეამოწმოს მისი ჩაბარების მომენტში (კურიერთან ან ოფისში). ჩაბარების აქტზე ხელმოწერის ან ნივთის მიღების შემდეგ, პრეტენზიები ვიზუალურ დეფექტებზე აღარ მიიღება.




